BAG ინდექსი - დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა

BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 4.9 ქულით გაუმჯობესდა და 34.0 ქულა შეადგინა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგების მიხედვით, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში.

„აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორი, სადაც მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.7 ქულით არის გაზრდილი. აღნიშნულს, შესაძლოა განაპირობებდეს სექტორში მოსალოდნელი გაყიდვების ზრდა, რასაც გამოკითხული კომპანიების 72% ასახელებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველ კვარტლებში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.

საგულისხმოა ასევე, რომ კომპანიათა უმრავლესობის განცხადებით, აღნიშნული ხელფასების ზრდა ძირითადად 0-20%-იან შუალედში მერყეობს.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა