აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი უწყებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის voxzogo-ს დაფინანსებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“, „ვითხოვთ ჯანმრთელობის მინისტრთან შეხვედრას“, „ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!“

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქეთევან ბეგიაშვილის თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ წამალს არ დააფინანსებს, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას მიმართავენ.

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად აქტიური ხალხი, ჩვენ ვართ დედები და შვილებისთვის ჯანმრთელობას ვითხოვთ. ჩვენი კომენტარები, რომელიც აღელვების ფონზე ნათქვამი იქნება, ვთხოვთ ყველას პოლიტიკური სახე არ მისცეს. ერთი კვირის წინ 6 საათის განმავლობაში ვაპროტესტებდით და ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ არ გამოგვეხმაურა. უფრო მეტიც, ვინც აქამდე პასუხს გვცემდა, ისინიც აღარ გვეკონტაქტებიან. შიდა საუბრების შემდეგ ჩვენ დაიმედებული ვიყავით და ისინიც გვთხოვდნენ, რომ შიდა საუბრების შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ცუდ მეთოდებს მიმართეს და საჯაროდ განსხვავებული კომენტარები გააკეთეს. აღარ არის დასაკარგი დრო, ყველა მშობელი საბოლოო პასუხს ვითხოვთ, გვითხრან აფინანსებენ ამ მედიკამენტს თუ არ აფინანსებენ. ჩვენც არ გვინდა აქციების გამართვა და ხელისუფლებასთან ჭიდილი. ისინი თუ ამ წამალს არ დააფინანსებენ, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას უნდა მივმართოთ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოში ჩვენი ბავშვები იჩაგრებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ საბჭოს, ჩვენი შვილების მკურნალი ექიმები და მშობლები უნდა დაესწროს, მათი მოყვანილი და დატრენინგებული ექიმები, რომლებიც ჩვენს საწინააღმდეგოდ ისაუბრებენ, არ გვსურს, ამ შემთხვევაში არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

ერთ-ერთი მშობლის, ნაზი ოჩხიკიძის განმარტებით კი, ისინი მათი შვილებისთვის უკვე წელიწადი და სამი თვეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ითხოვენ.

„სპეციალურად დღევანდელი დღისთვის გურიიდან ჩამოვედი, რათა მშობლებს გვერდით დავუდგე. დღეს ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და ქუჩაში, წამლის მოთხოვნით ვდგავართ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ვითხოვთ, რათა ჩემი შვილი ჩვეულებრივი და სრულფასოვანი მოქალაქე იყოს, რათა შეზღუდვები, კომპლექსები მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჰქონდეს. ჯანდაცვის სამინისტროში საბჭო შეიქმნა, მაგრამ პროცესი დროში იწელება. ბავშვებს ზრდის ზონები უკვე ეხურებათ და სასწრაფოდ ეს წამალი ესაჭიროებათ”,- განაცხადა ნაზი ოჩხიკიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი, სერგო ჩიხლაძე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ექიმი მანანა ჯებაშვილი შეუერთდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება