თინათინ ნიბლოშვილი - დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ქალთა უფლებებს მაღალი სტანდარტებით იცავს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მაღალი სტანდარტებით იცავს ქალთა უფლებებს, მით უმეტეს, ისეთი ტიპის დანაშაულზე, როგორიც არის სექსუალური შევიწროება, ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულები.

მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ტიპის დანაშაულს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ხოლმე.

თინათინ ნიბლოშვილი აღნიშნულით საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრების საერთო განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ყველანი ვდგავართ და უნდა ვიდგეთ იმ ქალების გვერდით, რომლებიც განიცდიან სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. ამის აღიარება და ხმამაღლა თქმა ძალიან დიდი გამბედაობაა. ამავდროულად, ეს უაღრესად მგრძნობიარე თემაა და ამ ტიპის ქმედების სამართლებრივად დადასტურებას მოითხოვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხი მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუციების, კომპეტენტური ორგანოების მიერ ზუსტ სამართლებრივ შეფასებას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

თინათინ ნიბლოშვილმა კოლეგების მხრიდან ბრალდებას, თითქოს ის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ძალადობის თემებთან დაკავშირებით დუმს და ამით ახალისებს ძალადობას, ტყუილი უწოდა.

„ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის თემებს, რაც ავსახეთ კიდეც ჩვენს სამოქმედო გეგმაში. ამდენად, ვინ თუ არა მათ ამის შესახებ ყველაზე კარგად იციან. არ მგონია, ამ ქვეყანაში მოიძებნოს ადამიანი, რომელიც არ გმობს ქალთა მიმართ ძალადობას და ცდილობს ამის რაიმე ფორმით გამართლებას“, -აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა