ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი რუსეთისთვის კარგი არ იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსეთი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს იმის ნიშანია, რომ რუსეთის ლიდერს არ მიუღია სასურველი გარანტიები ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან მოსკოვში შეხვედრისას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი არ იყო კარგი რუსეთისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებეთ, „ასოშიეტედ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია.

























