საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა „ტექინფორმმა“ RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა „ტექინფორმმა“ კვლევითი მონაცემების ალიანსის (RDA) მე-10 საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში შვედეთში, ქალაქ გოთენბურგში გაიმართა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების 700-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, რომელიც RDA-ის და ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის (EOSC) ერთობლივი პროგრამის ერთადერთი ბენეფიციარია საქართველოდან.

სტუ-ის ინფორმაციით, RDA-ის საიუბილეო ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, დოქტორი მარინა რაზმაძე.

„ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, ღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ევროპულ ღია ღრუბელში ინტეგრირების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს RDA-თან. აღსანიშნავია, რომ „ტექინფორმი“, რომელიც კვლევითი მონაცემების ალიანსისა და ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის ერთობლივი პროგრამის ერთადერთი ბენეფიციარია საქართველოდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაზე და ერთადერთი წარმომადგენელი იყო ჩვენი ქვეყნიდან. ჩემი მოხსენებით - „ცოდნის გაზიარების ხიდი საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და RDA-ს შორის“ - რომელიც მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოვამზადე, შევეხე ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: საქართველოში სამეცნიერო ინფორმაციის მართვა, მეცნიერების შესახებ ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების შესაძლებლობები ღია მეცნიერების საერთაშორისო პლატფორმებში ინტეგრირების გზით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ზრდას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში“, - აღნიშნავს მარინა რაზმაძე.

ცნობისათვის, კვლევითი მონაცემების ალიანსი (RDA) 2013 წელს დააფუძნეს ევროკომისიამ, აშშ-ის მთავრობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა და ავსტრალიის მთავრობის ინოვაციების დეპარტამენტმა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო