ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.

როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრა მედიის” შესახებ განაცხადა, რომ ეს მედიასაშუალება „თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია.”

„ამასთან, კობახიძემ „პალიტრა მედიასთან” დაკავშირებით აღნიშნა, რომ „იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები - ამ დეტალებში მე ვერ შევალ.”

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განთავსდა მასალა, სადაც ნათქვამია, რომ „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას” აფინანსებს”. სტატიას გამოეხმაურა “პალიტრა მედია” და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისწამება.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.

ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე. ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგნლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება