ესპანეთი გეგმავს Leopard 2-ის ექვსი საბრძოლო ტანკი უკრაინას აღდგომის შემდეგ გაუგზავნოს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais ესპანეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ექვსივე ტანკი ამ კვირაში სასროლ წვრთნებს კორდობაში, ერთ-ერთ პოლიგონზე გადის. გამოცემის ინფორმაციით, ტანკებს ზღვით პოლონეთში გააგზავნიან.
ცნობისთვის, გერმანიის მიერ დაპირებული Leopard 2-ის 18 ტანკი უკრაინაში 27 მარტს ჩავიდა. ამასთან, უკრაინაში პორტუგალიის მიერ ნაჩუქარი Leopard-ის სამი ტანკიც ჩავიდა.