პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები დაგმო, რაც შეჯიბრებებზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები დაგმო, რაც შეჯიბრებებზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი სახელმწიფოების კოალიციას შექმნის, რათა ერთად მოითხოვონ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ეს ცუდი და არასწორი გადაწყვეტილება“ გაიწვიოს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე ნეიტრალურ სტატუსში დაბრუნების რეკომენდაციას გასცემს. ამასთან, ბახმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რომლებიც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში საკუთარი სიმბოლიკით მონაწილეობას უკრძალავენ, ძალაში უნდა დარჩეს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა