ოლექსი რეზნიკოვი - კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით - ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, შესაძლოა აპრილ-მაისში იყოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, თუ როდის იქნება შესაძლებელი ფრონტზე გერმანული Leopard-ის ტანკების ნახვა, რომელთა ნაწილიც უკრაინამ უკვე მიიღო.

“მათ კონტრიერიშში ნახავთ, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების შესაბამისად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. იმაზეა დამოკიდებული თუ როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, როგორც გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. მხოლოდ მუხლუხიანი ტექნიკის გამოყენება შეიძლება. ვფიქრობ, მათ ამ ორ თვეში ვნახავთ, აპრილ-მაისში”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით მინისტრი თვლის, რომ უკვე 2023 წელს მსოფლიო “უკრაინისთვის ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს” ნახავს.

“დარწმუნებული ვარ, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას გავაგრძელებთ, როგორც ეს მოხდა კიევში, ჩერნიგოვში, სუმიში, ხარკოვში, ხერსონში. ეს ყველაფერი გაგრძელდება”, - განაცხადა მინისტრმა.

ბახმუტთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელმა დამცველებმა მნიშვნელოვნად “შეამცირეს რუსეთის საიერიშო პოტენციალი”, რაც დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს “ფრონტის ხაზის სტაბილურად შენარჩუნებაში და დროს მოგვცემს კონტრიერიშისთვის მოვემზადოთ”.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსებს ასევე არ ჰყოფნით საბრძოლო მასალა.

“ისინი ასევე დაიღალნენ. ძალიან დიდი დანაკარგები განიცადეს, ბევრია გარდაცვლილი და დაჭრილი. ჩვეულებრივ, ყოველდღიურად მინიმუმ ხუთას ჯარისკაცს კარგავენ. მოკლულებით და დაჭრილებით”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი