პაპუნა ლეჟავამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების საჯარო - კერძო პარტნიორობის პლატფორმის სადამფუძნებლო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კიბერუსაფრთხოების საჯარო - კერძო პარტნიორობის პლატფორმის სადამფუძნებლო შეხვედრაში, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ევროკავშირისა ("კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში") და გაერთიანებული სამეფოს ("გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა") ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

„შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ. მან ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური სექტორისთვის, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ფონზე. პაპუნა ლეჟავამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საჯარო - კერძო პარტნიორობის საკვანძო როლს კიბერრისკის ეფექტურ მართვაში.

კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებისა და საჯარო - კერძო პარტნიორობის განვითარება საქართველოსთვის ეროვნული დონის სტრატეგიული პრიორიტეტია. საჯარო - კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩართულია, როგორც ფინანსური სისტემის სექტორული ზედამხედველი. ზემოაღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს სათანადო და მდგრადი ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის