არმაზ ახვლედიანი - თუ რეფორმების კუთხით პოზიტიური დინამიკა არ გამოჩნდა, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ბრიუსელში დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ - დრო და მცირე შანსი ჯერ კიდევ არის

თუ დემოკრატიული რეფორმების კუთხით პოზიტიური დინამიკა არ გამოჩნდა, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ბრიუსელში დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ - პერსპექტივა ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ დრო და მცირე შანსი ჯერ კიდევ არის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ბოლო ხანებში, ბოლო რამდენიმე თვეა, მათ კოლეგებს ევროპასა და აშშ-ში დამატებით არაფრის ახსნა არ სჭირდებათ და თავადაც კარგად იციან ამ კუთხით რა სავალალო ვითარებაა.

"ახლა ყველა ერთად ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენ ვხვდებით, რომ ერთადერთი გზა ცვლილებებისთვის არის არჩევნები. არჩევნებისთვის კი საჭიროა ნორმალური გარემოს შექმნა, რასაც სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" მკვეთრად ეწინააღმდეგება. 12 პუნქტის შესრულებაც სწორედ ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა", - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანი იმასაც ამბობს, რომ ნებისმიერმა პასუხისმგებლობიანმა ოპოზიციონერმა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას დათქმების გარეშე უნდა დაუჭიროს მხარი.

"ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, სადაც ორჭოფობა უხერხულია. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვერ მოხდება პროცესის დაჩქარება ღირებულებების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არსებითი საკითხები არ მოგვარდა, გადაწყვეტილების მიმღებ ბრიუსელში საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდებათ. ის რომ ბრიუსელში, სტრასბურგში თავად საკითხის მიმართ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, ეს ცხადზე ცხადია. ეს "ქართულ ოცნებაში" ძალიან კარგად ესმით. უბრალოდ გადაწყვეტილების მიმღებთ ჩვენ - პოლიტიკოსებმა და უპირველესად "ქართულმა ოცნებამ" უნდა ვაჩვენოთ, რომ გვაქვს დემოკრატიული რეფორმების გზით სიარულის მტკიცე სურვილი", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა