მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საკითხზე მსჯელობდნენ, დასწრების საშუალება არ მისცეს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, ქეთევან ბეგიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოზე აქონდროპლაზიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მშობლებს და მათ მკურნალ ექიმებს დასწრების საშუალება არ მისცეს.

მისივე თქმით, საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს უკანა შესასვლელიდან „შეაპარეს“.

“12:00 საათის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას ვმართავთ. დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში საბჭო შეიკრიბებოდა, ამიტომ ვითხოვდით, რომ ჩვენი შვილების მკურნალი ექიმი და რამდენიმე მშობელი საბჭოს დავსწრებოდით. რადგან ვიცით, რომ ამ საბჭოში ჩვენი შვილებისთვის არაფერი სასიკეთო არ გადაწყდება. 6 საათის მანძილზე ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯანდაცვის სამინისტროს უკანა შესასვლელიდან საბჭოს წევრები შეაპარეს. ასევე, გივი ჯავაშვილი, რომელიც თავისი რეგალიებით სარგებლობს და არანაირი ურთიერთობა არ აქვს იშვიათ დაავადებასთან, აქონდროპლაზიასთან. ყველა მშობელს დაგვცინეს. მთელი დღის მანძილზე ვითხოვდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შევსულიყავით და მინისტრს გავსაუბრებოდით. აქედან გამომდინარე, ხალხი უნდა მიხვდეს ვისთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი უწყებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის voxzogo-ს დაფინანსებას სთხოვენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა