ბახმუტში ოკუპანტებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქი უკავიათ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ბახმუტის მიმართულებაზე მტერი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის საშტურმო ქმედებებს, აქვს ნაწილობრივი წარმატება. თუმცა, ჩვენს დამცველებს მამაცურად უკავიათ ქალაქი, მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან იერიშებს იგერიებენ.
დღის განმავლობაში მტერი წარუმატებელ საიერიშო ქმედებებს აწარმოებდა დონექცკის ოლქის ორეხოვო-ვასილიევკას რაიონში. დაბომბა დონეცკის ოლქის მინკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ბახმუტი, ჩასოვ იარი და ტორეცკი”, - წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.