ანდრეი ერმაკი - შვეიცარია ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტს შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“29 მარტიდან შვეიცარია ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტს შეუერთდა”, - წერს ერმაკი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი 25 თებერვალს დაამტკიცა. პაკეტი რუსი პროპაგანდისტების, რუსეთის სამხედრო მრეწველობისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითვალისწინებს. ასევე, შემზღუდავი ზომებია შემოღებული 121 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის