რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

რომის პაპი ჰოსპიტალიზებულია ფილტვების ინფექციით და კლინიკაში რამდენიმე დღე იმკურნალებს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ვატიკანის სპიკერზე მატეო ბრუნიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრუნიმ აღნიშნა, რომ ფრანცისკეს COVID-19 არ აქვს. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რომის პაპს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ტესტების ჩასატარებლად ჯემელის ჰოსპიტალში გადავიდა.

“ტესტებმა ფილტვების ინფექცია აჩვენა (არა COVID-19 ინფექცია), რასაც სამედიცინო თერაპიის რამდენიმე დღე დასჭირდება”, - განაცხადა ბრუნიმ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის