ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე - დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! - იმოქმედეთ, იმოქმედეთ გთხოვთ, კოლეგებო!

ბოროტებამ ომი უნდა წააგოს. თუ ეს ასე იქნება, ეცოდინება, რომ ყველგან წააგებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ „დემოკრატიის სამიტზე“ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

“პირველი, არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ პუტინის სახე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ დემოკრატიის პატივისცემა იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფლებას ჯერ კიდევ არ გაუმარჯვია. მეორე, დემოკრატიის დამცველებს უნდა ჰქონდეთ ყველა ის იარაღი, რომელიც საიმედოდ იქნება აგრესორის დამარცხების გარანტი. მესამე. რუსებმა წვლილი უნდა შეიტანონ კრემლისაგან მსოფლიოს დაცვაში.

მისი თქმით, დემოკრატიას გამარჯვება წელსვე სჭირდება და არა დროთა განმავლობაში.

„როდესაც ჩვენი მებრძოლები იგერიებენ თავდასხმებს ბახმუტის მახლობლად, ისინი კვირების განმავლობაში ვერ დაელოდებიან, სანამ მტრის ქმედებების საპასუხოდ საარტილერიო გასროლას განახორციელებენ. ცეცხლი უნდა იყოს დაუყოვნებელი და გაანეიტრალოს საფრთხე. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ასეთივე სწრაფი უნდა იყოს. დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება. ახლავე! წელს! არა სხვა დროს. არა დროთა განმავლობაში, არამედ ახლავე და ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა, უკრაინას და ყველას, ვინც გვეხმარება და დარწმუნებული ვარ, გავაკეთებთ! მაგრამ იმოქმედეთ, იმოქმედეთ გთხოვთ, კოლეგებო!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს