ხანძარი ფილიპინების სამხრეთ პროვინცია ბასილანთან სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულია 9 ადამიანი. მაშველებმა 230 მგზავრის გადარჩენა შეძლეს.
ადგილობრივმა სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიებას დახმარებას გაუწევენ. ასევე შეამოწმებენ, ხომ არ მოხდა ნავთობის დაღვრა.
Reuters-ი წერს, რომ ფილიპინებში საზღვაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა. გემები ხშირად გადატვირთული არიან, ასევე ბევრი დაძველებული გემი ჯერ კიდევ გამოიყენება.