უნგრეთის პრეზიდენტი - გვჭირდება სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთის გამარჯვებას არ მოიცავს

უნგრეთის პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მხარს უჭერს სამშვიდობო გეგმას, რომელიც რუსეთის გამარჯვებას არ ითვალისწინებს.

„ჩვენ გვჭირდება სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთის გამარჯვებას არ მოიცავს. ჩვენი საერთო მიზანია, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიებიდან“, - განაცხადა კატალინ ნოვაკმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.

მან ერდოღანს უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საბოლოო მიზანი არის მშვიდობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომის ესკალაცია. მეომარი მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. საჭიროა სამშვიდობო გეგმა“, - აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის