პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გენერალურ პროკურატურაში გამართულ პრეზენტაციას, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, კომპანია „მეიქინგს საიენს სვიფტის" დამფუძნებელი ვაკო თურნავა, „სვიფტის“ აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და კომპანია „მეიქინგს საიენს სვიფტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს პროკურატურამ, „მეიქინგ საიენს სვიფთთან“ თანამშრომლობით ინტრანეტი განაახლა, რომლის საშუალებითაც პროკურატურის თანამშრომლების სამუშაო პროცესი გამარტივდა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს მოერგო.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

განახლებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა/ პროგრამული უზრუნველყოფა - აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციონალით, რაც საჭიროა ეფექტიანი სამუშაო პროცესისთვის. განახლებული ინტრანეტი, პროკურატურის თანამშრომლებს დაეხმარება მარტივად გაავრცელონ ინფორმაცია, მოიპოვონ საჭირო დოკუმენტაცია და ერთმანეთთან სწრაფად დაამყარონ კომუნიკაცია.

ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროკურატურა თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის და ეფექტიანი სამუშაოსთვის საჭირო თანამედროვე ციფრულ-ტექნოლოგიური სისტემის სხვადასხვა ფორმით განვითარებას სამომავლოდაც გეგმავს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება