დმიტრო კულება - გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა - რუსეთი აწარმოებს კოლონიალურ ომს, მისი ლიდერი ომის დამნაშავეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი, 1-ელ აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა მიიტაცა თავისი ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს, მისი ლიდერი ომის დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბავშვების გატაცებისთვისაა ძებნილი“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

მისი განცხადებით, მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია.

„მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია. რუსეთი უშიშროების საბჭოს ბოლოს 2022 წლის თებერვალში თავმჯდომარეობდა. ის უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა“, - წერს კულება.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა