გიორგი ჩალაძე - ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია - ის ვერ შეჭამს ჩვენ მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს

მიხეილ სააკაშვილს საცივი რომ შევუტანოთ ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ვერ ჭამს ამ საჭმელს. ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საშუალება არ აქვს ოჯახს საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის და ვერ ჭამს.

„ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილს. ასე, ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ სააკაშვილთან მობილური ტელეფონიც მივიტანოთ, მაგრამ შეუტანენ ამ ტელეფონს? ზუსტად ასეა, როგორც ფიზიკურად ვერ შეუტანენ და ვერ მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენ მიტანილ „ყიყლიყოს“, ასე ვერ შეჭამს იმ საჭმელს,რომელსაც ვერ ჭამს. მას რომ შევუტანოთ საცივი ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ვერ ჭამს ამ საჭმელს. ამაზე ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საშუალება არ აქვს ოჯახს საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. პრეზიდენტი რომ ვერ ჭამს დამტკიცებულია ძალიან მაგარ დასკვნაში. ამერიკელი ექიმები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი წერს, რომ ის არის მძიმე მეტალებით მოწამლული, მისი ორგანიზმი ვერ მიიღებს საკვებს, ვიდრე არ მოხდება დეტოქსიკაცია“, - განაცხადა ჩალაძემ.

ამასთან, გიორგი ჩალაძე არ აკონკრეტებს, თუ როდის მიმართავენ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ „სასამართლოში სარჩელი შევა ისე, როგორც წესი და რიგია“.

მისივე თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

„ძალიან უნდათ, რომ გაარკვიონ, თუ როდის შეგვაქვს სარჩელი სტრასბურგში. მთელი პანიკა აწეულია იმაზე, თუ რატომ არ შეგვაქვს სარჩელი დღეს ან ხვალ. სარჩელი მიგვაქვს და ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. კობახიძის თავში მოხარშული რიტორიკა მხარემ იცის. რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ სტრასბურგზე და სარჩელზე, რომელიც უნდა შევიდეს, ჩვენი ეს განცხადებები მეორე მხარის მიერ ჩვენ წინააღმდეგ დაგვხვდება წარმოდგენილი“,- აცხადებს ჩალაძე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს