„ეფესბემ“ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა

ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, გერშკოვიჩმა, შეერთებული შტატების დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) აღძრა“, - განმარტავენ „ეფესბეში“.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა