ცესკოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აგრძელებს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ცესკოს ინფორმაციით, ამჯერად, გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა და მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

მათი ცნობით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ის ძირითადი თემა, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობის დროს იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მზადების პროცესს. ცესკოს თავმჯდომარემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გაცნობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. ჩვენ აქტიურად ვემზადებით 29 აპრილის არჩევნების ტექნოლოგიების გამოყენებით ჩასატარებლად, სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ შევხვდეთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დღეს იაპონიის ელჩთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება, ასევე ვისაუბრეთ უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 29 მარტს გაიმართა და მას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ივატარე ოტაროც ესწრებოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო