დავით ნარმანია - თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გასახსნელად მზად ზაფხულისთვის იქნება.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ სტუმრობისას აღნიშნა, ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში, ამ გადმოსახედიდან, არ იარსებებს.

„ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გასახსნელად ზაფხულისთვის იქნება მზად. როცა იყო შესაბამის საკითხზე მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის კარგი დრო. სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდან გამომდინარეც მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების მიწოდება და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება. დაახლოებით, 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ. ზაფხულის პერიოდი, რატომაც მთავრობამ ბაზრის გახსნის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, არის საუკეთესო პერიოდი ბაზრის გახსნისთვის და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური და სწორი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მარეგულირებელმა კომისიამ ის დროებითი ტარიფები, რომელიც არსებობდა ბაზრის გახსნამდე, გავაგრძელეთ და ტარიფები რჩება უცვლელი. ეს ტარიფები იმოქმედებს ბაზრის გახსნამდე, თუმცა როცა ბაზრის გახსნის დროსაც დავადგენთ ამ ტარიფებს, ამ მოცემულობით, ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდა არ იქნება. ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში არ იარსებებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფების ზრდა არც ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზეა მოსალოდნელი.

„ბუნებრივი აირის ტარიფები კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, შემდგომი 5 წლის ვადით. თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, ბუნებრივ აირზე, ისევე როგორც ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა