შვეიცარიაში გაასამართლეს ბანკირები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს საბანკო ანგარიშებზე მილიონობით ფრანკის განთავსებაში დაეხმარნენ

შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს, სერგეი როლდუგინს მილიონობით ფრანკის შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე გადატანაში დაეხმარა.

მედიის ინფორმაციით, სამი რუსი და ერთი შვეიცარიელი მამაკაცი ციურიხის რაიონულ სასამართლოში გამართულ მოსმენაზე დამნაშავედ ცნეს და თითოეულს შვიდთვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი როლდუგინმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 50 მილიონი აშშ დოლარი განათავსა ისე, რომ თანხის წარმომავლობის შესახებ სათანადო განმარტება არ გაუკეთებია.

შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, ბანკებს მოეთხოვებათ უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე, ან დახურონ ანგარიშები, თუ მათ აქვთ ეჭვი ანგარიშის მფლობელთან ან ფულის წყაროსთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სერგეი როლდუგინი ვლადიმერ პუტინის უფროსი შვილის, მარიას ნათლიაა. მას ზოგჯერ „პუტინის საფულედაც“ მოიხსენიებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება