საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს, გიორგი ლომთაძესთან ერთად, ქალაქ ბუქარესტში, რუმინეთის 1923 წლის კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუმინეთის სენატში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ: რუმინეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო და საკასაციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ასევე ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეები.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდა ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები, ასევე, რუმინეთის საჯარო სფეროს, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.