გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებული ბრიტანული სტარტაპკომპანიისაგან  შეთავაზება მიიღეს

წარმატებული ბრიტანული კომპანია „PENSIGHT“-ი, რომელიც 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია, გრუნის სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს,- ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ლონდონში დაფუძნებული სტარტაპკომპანიის მისიაა, შექმნას ინფრასტრუქტურა დამოუკიდებელი ონლაინ მასწავლებლებისთვის.

„Pensight-ი დაკავებულია დამოუკიდებელი ონლაინშემოქმედებით და ხელს უწყობს იუთუბერებს, პოდკასტერებს, მასწავლებლებს და ქოუჩებს, რომ განავითარონ ურთიერთობები მიმდევრებთან და საზოგადოებასთან.

კომპანია ასწავლის სტუდენტებს სამუშაოს საფუძვლებს, მიაწვდის რეგულარულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდა, ინვესტირებას განახორციელებს სტუდენტების სწავლებაში, მისცემს შესაძლებლობას, ნახონ, თუ როგორ მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და გააცნობს შესაძლებლობების სპექტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ინდუსტრიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება