ურსულა ფონ დერ ლაიენი - ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ჩინეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში და ის, თუ რა როლს შეასრულებს კონფლიქტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

მისი თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობის დამყარებაში.

„ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ფაქტობრივად გააძლიერებს რუსეთის ანექსიას, განხორციელებადი გეგმა არ არის. გულწრფელები უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის