საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და ტიმიშორას უნივერსიტეტის პროფესორები საჯარო ლექციებს მართავენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა, დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლექციები თემებზე: „ბილმანი“ – საბუღალტრო მანიპულაციების სწრაფი გამოვლენის პროგრამა“; „საწარმოს ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

საჯარო ლექციებს დაესწრნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერის საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ. მან კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული საინტერესო ლექციებისთვის.

სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ვილჰელმ ჰაუზერი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, რომელმაც სასწავლო წლის პირველ სემესტრშიც ჩაატარა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციები.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან ერთად ლექცია უნდა ჩაეტარებინა სენატორს, დოქტორ მიხაელ ჰარცს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ამდენად, ორივე ლექცია ვილჰელმ ჰაუზერმა ჩაატარა. მას შევხერდა ჰქონდა ჩვენს აკადემიურ პერსონალთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაში გერმანიის მხრიდან ჩართულია პროფესორი შტეფან ჰუტერი, რომელიც ამავე დროს კურირებს სტუ-ისა და გერმანულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროცესს. შეხვედრაში სტუ-დან ჩართულია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორები ერთობლივად ამზადებენ საჯარო მმართველობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამას. სასიხარულოა, რომ გერმანელი პროფესორის ლექციებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შორის. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გერმანელ კოლეგებსა და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

“ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების გამართვა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექციების ციკლი დასრულდება 31 მარტს საერთაშორისო კონფერენციით, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება. საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები -2023“ ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.

სტუ-ის ინფორმაციით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორები რამდენიმე წელია, ყოველი სასწავლო წლის ორივე სემესტრში ატარებენ ლექციებს ქართველი სტუდენტებისათვის. გერმანელი პროფესორის პარალელურად დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტიმიშორას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ასევე ლექციებს ჩაატარებენ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება