პროფკავშირების ინფორმაციით, გერმანიაში გაფიცულმა ქართველმა მძღოლებმა მათ დახმარებისთვის მიმართეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, გერმანიაში 200-მდე გაფიცული ქართველი მძღოლი მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებს. მათ დახმარებისთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიმართეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის.

„მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი საკუთარი სამშობლოდან შორს - გერმანიაში გაფიცულმა სატვირთო მანქანების მძღოლებმა დახმარებისთვის საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანებას მოგვმართეს.

200-მდე დასაქმებული ღამეებს მეორე კვირაა ტრაილერში ატარებს. გაფიცულები ჰყვებიან, რომ ერთმანეთისთვის საკვების ფულის გაზიარება უწევთ, რადგან რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის. როგორც აღმოჩნდა, ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან იტალიაში დასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარი ტრაილერებით გერმანიაში ჩავიდნენ და გაფიცვას შეუერთდნენ.

პროფკავშირების გაერთიანებამ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენეთ. დახმარებისთვის მივმართეთ პოლონეთისა და გერმანიის პროფკავშირებს. მედია საქმის კურსში ჩავაყენეთ და ჩავრთეთ, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის ფონდი.

მათი წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად მივიდნენ, სამართლებრივი უფლებების დასაცავად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შესაბამისი მინდობილობები გააკეთა და აქტივობები დაწყებულია. ასევე, გაფიცული მძღოლებისთვის ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები მიიტანეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს სოლიდარობისა და დახმარებისთვის!“- აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი