„ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა

„ევროპის უნივერსიტეტში", პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე „ლიბერთი ბანკისა“ და „სოფტგენ - ჯგუფის" მხარდაჭერით, მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, 28 მარტს ოლიმპიადის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 12 მარტს გაიხსნა და ერთდროულად 4 საშეჯიბრო მოედანზე ჩატარდა, მათგან ორი საქართველოში - თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტში“ და ქუთაისში, ქუთაისის უნივერსიტეტში; ორი კი უკრაინაში – უჟგოროდში, უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ქალაქ ხუსტში, ივან მაგულას სახელობის #1 მრავალპროფილიან ლიცეუმში.

ოლიმპიადაში მონაწილეობა 72-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 37-მა საქართველოდან, 35-მა კი უკრაინადან. ოლიმპიადა ალგორითმული ტურის სახით ჩატარდა.

ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა არჩილ ბერაიამ, მეორე ადგილი გაიყო სამმა მონაწილემ – ნინი კუჭავამ, გიორგი სამუნაშვილმა და ვახტანგ გოგიამ. მათ პირველი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

პირველი ხარისხის დიპლომი კიდევ 4 ადამიანს გადაეცა: ლუკა შვანგირაძეს, დიმიტრი კურდღელაიძეს, ნიკოლოზ სოხაძესა და ვიქტორია იურჩენკოს.

ყველა მონაწილეს საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს – "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, ოლიმპიადის ჟიურის თავმჯდომარემ, "ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა იოსებ კელენჯერიძემ.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ქუთაისელი მონაწილეებისთვის ქუთაისში, 4 აპრილს გაიმართება, შემდეგ კი სერთიფიკატები და საჩუქრები უკრაინაში, უჟგოროდში უკრაინელ მონაწილეებს გადაეცემათ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას