სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში მოინახულებს

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში მოინახულებს.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, კონსილიუმი თავად წყვეტს, როდის და რა სიხშირით უნდა შევიდეს სააკაშვილთან, შესაბამისად, ამ პროცესს მისი მხრიდან წინააღმდეგობა ვერ შეექმნება.

„პროცესს ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ექმნება და ვერ შეექმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით და როდის შევა. ჩემი მხრიდან ფორმალური ნაწილი, რაც საბუთებთანაა დაკავშირებული, დიდი ხანია მოგვარებულია, რწმუნებები ხელმოწერილია. რაც შეეხება იმას, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია. დღეს თვითონვე არ ასაჯაროებენ ამას და თავს იკავებენ, ამიტომ მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს ვიზიტი შედგება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებას, იოსელიანი ამბობს, რომ ეს საკითხი მთავრობის გადასაწყვეტია, თავად კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან შესვლის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ ექიმს უნდა მიეცეს.

„პოლონელ ექიმებს რაც შეეხება, ეს საკითხი არ არის სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადება და მივიჩნევ, რომ ნებისმიერ ექიმს, რომელსაც მისი მდგომარეობა აინტერესებს, იქნება პოლონელი თუ სხვა, უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოინახულოს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ სარჩელის შეტანაზე და აღნიშნა, რომ სარჩელი უფლებადამცველებმა უნდა მოამზადონ, ომბუდსმენის აპარატი კი საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვაში ეხმარება.

„სარჩელზე მისმა უფლებადამცველებმა უნდა იმუშაონ. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით იმისთვის, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია „ვივამედიდან“ გამოთხოვილი და შესაბამისი მხარისთვის მიწოდებული იქნას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს