სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატში სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებზე შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს.

„რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას, რა გამოიკვეთება, რა დადგინდება და რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა შემთხვევაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა, მიმდინარეობს მოკვლევა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენ ბრალეულობის საკითხს არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომ მათი ჩვენებები და განცხადებები რაღაც ტიპის უნდობლობას იწვევს, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს