კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - „ტექნოლოგიების სამართალი და სამართლის დიგიტალიზაცია“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - „ტექნოლოგიების სამართალი და სამართლის დიგიტალიზაცია“ გაიმართა.

სამეცნიერო სიმპოზიუმი ორ პანელად ჩატარდა - პირველი პანელი ტექნოლოგიების სამართალს, ხოლო მეორე პანელი სამართლის დიგიტალიზაციას ეხებოდა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ განაცხადა, ტექნოლოგიების სამართლის დარგის მიერ უნდა დარეგულირდეს, სოციალურ მედიაში რისი უფლება გვაქვს და არ გვაქვს.

„ინტერნეტში იმდენად განვითარდა ადამიანების ურთიერთობები, რომ სხვადასხვა საკითხები იჩენს თავს: მორალის, ეთიკის და სამართლის. სოციალურ მედიაში რისი უფლება გვაქვს და არ გვაქვს, ყველამ უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი ტექნოლოგიების სამართლის დარგის მიერ უნდა დარეგულირდეს, რომელიც მთელ მსოფლიოში განვითარების პროცესშია, საქართველომაც ამას ფეხი უნდა აუწყოს და თავისი წვრილი ამ დარგის განვითარებაში უნდა შეიტანოს. ფაქტობრივად, დღევანდელი სიმპოზიუმი დისკუსიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სტუდენტები ერთვებიან. ბევრი ასეთი დისკუსიის შემდეგ, კანონმდებლობის დონეზე ფორმირება უნდა მოხდეს. მიხარია, რომ ჩვენ ფლაგმანები ვართ, რომლებმაც ეს დისკურსია დავიწყეთ”, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ხატიძის თქმით, ამ სიმპოზიუმის დახმარებით სტუდენტებმა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, უფრო მეტი სიღრმისეული ცოდნა მიიღეს.

„დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმი საერთაშორისო ხასიათს ატარებდა, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს. მსგავსი საკითხები, როგორიცაა ინტერნეტის სამართალი, ციფრული მმართველობა, ტექნოლოგიების სამართალი და ა.შ. აღნიშნული საკითხები, როგორც დისციპლინები უნივერსიტეტებში ისწავლება. ამ სიმპოზიუმის დახმარებით სტუდენტებმა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, უფრო მეტი სიღრმისეული ცოდნა მიიღეს. რა თქმა უნდა, სიმპოზიუმი სამეცნიერო ხასიათს ატარებდა და სწორედ, მისი მიზანია, სამეცნიერო წრეებში ამ საკითხების განხილვა მოხდეს.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ; ადვოკატმა, რაფაელ ქნეერმა; სამართლის დოქტორმა, სერგი ჯორბენაძემ; იურიდიული კომპანია "ენ-ბი ლიგალის" მმართველმა პარტნიორმა, ლევან ნანობაშვილმა; სამართლის დოქტორმა, ზვიად გაბისონიამ; BTU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ლადო სირდაძემ; ადვოკატმა, გიორგი ჟორჟოლიანმა; სამართლის დოქტორმა, ნინი შენგელიამ“, - განაცხადა გიორგი ხატიძემ.

ცნობისთვის, სიმპოზიუმი ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა და აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიაში მონაწილეობა მიეღოთ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება