ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მან უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საგამოძიებო სამსახურის მიღწევებს, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის კუთხით უწყების როლს და ისაუბრა სამსახურის აქტიურ თანამშრომლობაზე სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა, ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნას. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადად, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყების ინსტიტუციურ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, თანამშრომელთა სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, საგამოძიებო სამსახურის განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობაზე, რამაც განაპირობა 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების რეკორდული მაჩვენებელი. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ უწყება მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.

„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის განმსაზღვრელმა ძირითადმა სტატისტიკურმა მონაცემებმა მიაღწიეს რეკორდულად მაღალ ნიშნულებს საგამოძიებო სამსახურის 19-წლიანი არსებობის განმავლობაში. ასეთი მიღწევა კი საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა,“ - აღნიშნა სოსო რამიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ვადამდელი წოდებებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი