გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი - „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი - „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ გაიმართა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მათთან ერთად მონაწილეობდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“.

„ფორუმი მიეძღვნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას, მათი ინოვაციური ხედვების წარმოჩენას.

უნივერსიტეტმა განსახილველად შეარჩია გაეროს მდგრადი განვითარების მე-8 მიზანი - „ღირსეული სამუშაო/ეკონომიკური ზრდა“. ფორუმი სადისკუსიო-პანელური ფორმატით წარიმართა. მონაწილე სტუდენტებმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „მწვანე ეკონომიკა“, „ღირსეული სამუშაო პირობები მდგრადი განვითარებისათვის“, „დასაქმებულთა შრომითი უფლებები“, „ტრეფიკინგი“ და ა.შ.

ფორუმის დასრულების შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრუნის რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ და „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო