სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „კონკურენციის სამართალი და ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში მისი აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის.

მათივე განმარტებით, კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები. ცალკე შეხვედრები დაეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 აპრილის 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://bit.ly/3zjNtyE

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა