ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შეიჭრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მორიგი შეჭრა განახორციელა.

სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ კვირას ლაჩინის დერეფნის გარშემო, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს ერთმანეთთან აკავშირებს, ვითარება ამდაგვარი იყო: „აზერბაიჯანმა არა მხოლოდ განაგრძო უკანონო ბლოკირება, არამედ განახორციელა მორიგი შეჭრა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში.

ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, შეჭრის ფაქტი რუსეთის თავდაცვის უწყებამაც დააფიქსირა.

„ამრიგად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ არ ასრულებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას მთიან ყარაბაღში და დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია შიდა სატრანსპორტო კავშირების დაბლოკვისკენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ახალი სიმაღლეების დაკავებით, ბაქოს სამიზნეში აღმოჩნდა გრუნტიანი გზა, რომელიც სტეპანაკერტს შუშის რაიონის რამდენიმე სოფელთან აკავშირებს.

„აზერბაიჯანი ამას სომხეთიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო ტვირთისა და პერსონალის სავარაუდო გადაყვანით ხსნის. ეს ინფორმაცია სრულიად შეუსაბამოა სინამდვილესთან. ინფორმაცია სამხედრო გადაზიდვების შესახებ პროპაგანდისტული სიცრუეა, რომლის მიზანია ლეგიტიმაციის შექმნა შესაძლო ესკალაციისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს