მამუკა ხაზარაძე - "იუვენტუსთან" ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი - მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას და მადლობა გადავუხადო გულშემატკივრობისთვის

ხელი მოეწერა „იუვენტუსის“ აკადემიის წალენჯიხაში გახსნის კონტრაქტს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იტალიაში, ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" სათავო ოფისში, კონტრაქტს ხელი მამუკა ხაზარაძემ მოაწერა.

„ახლახან დავამთავრეთ ხელმოწერის ცერემონია მსოფლიო და ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბთან, „იუვენტუსთან" და ამით ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი. წალენჯიხაში უკვე დაიწყო "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირება. უახლოეს ხანში დავამთავრებთ სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას.

რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არამარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს. ანალოგიური აკადემია „იუვენტუსს" აქვს მსოფლიოს 90 ქალაქში და სწორედ ამ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი ბავშვები. ჩვენი, „იუვენტუსის" მეგობრები და მწვრთნელები სისტემატურად იქნებიან ჩართული მათ აღზრდაში და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ამ პროექტს. წარმატება წალენჯიხას, წარმატება საქართველოს!“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

„ხელმოწერის შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო ოპერირება მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემიამ. ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთო მოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ბავშვთა აკადემიისთვის.

საქართველოდან ჩასულ დელეგაციას იუვენტუსის წარმომადგენლებმა გაცილებით გაზრდილი შეთავაზება დაახვედრეს და კონტრაქტით გათვალისწინებული ბენეფიტების მიღმა, წალენჯიხაში შემოდის იუვენტუსის მთლიანი ბრენდი, რაც ნიშნავს, რომ წალენჯიხაში შესაძლებელი იქნება "იუვენტუსის" ბრენდის ბიბლიოთეკის, საგამოფენო ცენტრის, კაფე-ბარების, სამკურნალო დაწესებულებების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება