თენგიზ ცერცვაძე - „რესპუბლიკურის“ შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია

სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, „რესპუბლიკურის“ შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, 2 ათეულ წელზე მეტია, სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს, რადგან ამორტიზებულების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული.

„იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო „რესპუბლიკური საავადმყოფო“, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ ეს რემონტი და შელამაზება იყო ფასადური, ბუტაფორიული და კლინიკა ვერ ახერხებდა იმ მასშტაბით ფუნქციონირებას, რა მასშტაბებიც უნდა ჰქონოდა. არაერთი გეგმა შედგა და არაერთი პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე, ქვეყანა არის დიდი, სერიოზული, მულტიპროფილური დაწესებულების და განსაკუთრებით სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკის გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება