ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით  შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე - მიღებულ შედეგებზე, მიმდინარე და დასრულებულ ქეისებზე, აღსრულების მექანიზმებზე, განხორციელებულ აქტივობებზე და არსებულ გამოწვევებზე.

მისი განმარტებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში შემოსულია 192 განაცხადი, საქმის შესწავლა დაიწყო 118 საქმეზე, ხოლო 109 საკითხთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია.

შემოსული საქმეების შესწავლის შედეგად, დარღვევა დადასტურდა 5 შემთხვევაში (16 საქმეზე), 2 ფაქტთან დაკავშირებით არ დადასტურდა. პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა 28 შემთხვევაში (49 საქმეზე), საიდანაც 6 საკითხთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეუსაბამეს კანონს და მომხმარებელთა უფლებები აღადგინეს.

,,კანონის მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტოში ფუნქციონირებს დეპარტამენტი, ცხელი ხაზი, მიღებულია კანონქვემდებარე დოკუმენტები. თბილისში და რეგიონებში მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან და სფეროს ექსპერტებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან. აქტიური კოორდინაცია გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ სხვა უწყებებთან და რეგულატორებთან, რადგან ეფექტიანად უზრუნველყოთ უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ინფორმირების და თემის აქტუალიზაციის მიზნით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში გასული წლის ნოემბერში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მიმდინარე წლის მარტში კი მომხმარებელთა კვირეული აღინიშნა", - განაცხადა საკომიტეტო შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ივნისს, სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტმა დაიწყო მუშაობა, რომლის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება