თენგიზ ცერცვაძე „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე" - თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა

მე რამდენადაც ვიცი, არის არქიტექტორების, კონსტრუქტორებისა და დარგის ექსპერტების დასკვნა, რომ თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება საერთაშორისო - ევროპული და ამერიკული - სტანდარტების დაკმაყოფილება. ახალი რომ არ აშენდეს, რა გამოვა?! დავაწესებთ საერთაშორისო სტანდარტებს და რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება ძველი სტანდარტების მიხედვით მომუშავე კლინიკა? ასე ვერ იქნება, - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე პროცესებში, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაზარალდნენ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები.

„მათ უნდა შესთავაზონ ღირსეული დასაქმება და ანაზღაურება, სანამ არ მოხდება ახალ შენობაში დაბრუნება. ამაზე ცალსახად და მკაფიოდ გააკეთეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა. მათი თქმით, არის პოლიტიკური ნება, გაკეთდეს ახალი საავადმყოფო და რამდენიმეჯერ გაუსვეს ხაზი, რომ პერსონალი არ დაზარალდება, ყველას მიეცემა ღირსეული დასაქმების და ანაზღაურების საშუალება. მე მჯერა ამ ადამიანების - პრემიერის, რომელიც, როგორც წესი, თავის სიტყვას ასრულებს ქვეყნის აღმშენებლობის დარგში და ახალი ჯანდაცვის მინისტრის, რომელმაც უკვე საქმით დაგვიმტკიცა, რომ ორიენტირებულია სისტემურ ცვლილებებზე, ყველაზე მაღლა აყენებს სახელმწიფოსა და სამედიცინო პერსონალის ინტერესებს. ეს ორი ადამიანი ცალსახად იძლევა დაპირებას, რომ არავინ არ დაზარალდება, ვინც იქ არის დასაქმებული. ამიტომ, მე მჯერა მათი“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე, რომლის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის