მარია ზახაროვა - დასავლეთი საქართველოს განიხილავს როგორც თავისი ექსკლუზიური ინტერესების სფეროს

აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაციის მოდელირება შიგნიდან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით - ეს არის ის, რის გაკეთებასაც აშშ ცდილობს საქართველოში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც საქართველოში ხდება, პირდაპირ გარედან არის მიმართული.

„დასავლეთი საქართველოს განიხილავს როგორც თავისი ექსკლუზიური ინტერესების სფეროს, საკუთარ თავს უფლებას აძლევს უგულებელყოს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი მისი ინტერესების რეალიზაციის მიზნით“, - აცხადებს ზახაროვა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ბოლო წლებში ბევრი უკვე ხედავს და ესმის დასავლეთის მეთოდოლოგიას და გააჩნიათ გარკვეული იმუნიტეტი დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება