მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ტურიზმის სფეროში სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს რეგულარული ფრენების დაწყება ლიეტუვიდან თბილისის მიმართულებითაც.

მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, სადაც რეგულარულად ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები.

„ჩვენ გვაქვს ლიეტუვასთან ტურისტული ნაკადების აღდგენის კარგი დინამიკა. ამ ტენდენციის გაგრძელების მიზნით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც ფრენების სიხშირეები, ასევე გაიხსნას რეისები ახალი მიმართულებებით. ამ მხრივ აქტივობის ზრდა ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ მივესალმებით ლიეტუველ ვიზიტორებს საქართველოში და მოხარული ვიქნებით, თუკი ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა დაინიშნება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა