რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან საკვები პროდუქტების სანაცვლოდ იარაღის მიღება სურს, - ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების ეროვნული საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან მეტი საბრძოლო მასალის მიღება სურს, რათა უკრაინაში საკუთარი სამხედრო ქმედებები გააძლიეროს.
„ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებს, და გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალა მიიღოს”, - განაცხადა კირბიმ.