გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, ახალუბანი, ნავაზი, ნავაზარი, წილკანი, ნატახტარი, ხოლო 15:00-დან 17:05 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი, დიღომი.

„გარდა ამისა, 10:30-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბანოსხევი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი. 11:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, ფიტავი, ბანცური და მიმდებარე სოფლებში. 12:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ქისიაანი, ზემო კოდისწყარო, წილკანი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, ჩხუბა, ჩირდილი, ჭორმეშავი, ატაბე, კმოსტი, ბაცალიგო, ჟინვალი, აყნელი. 15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს მენესოში. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ყვავილი, ქვემო და ზემო აში, ქერანა, ნანიაანი.

15:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის