შალვა პაპუაშვილი - 1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებმა გააერთიანა თაობების ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი შექმნა

32 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების დღეს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა ოკუპაციის დემოკრატიული გზით დამარცხების მაგალითი შექმნა.

მისი თქმით, 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის გამორჩეული თარიღია, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უპირველესი ვალია.

,,1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებმა გააერთიანა თაობების ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი შექმნა.

32 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. მაშინ, ამომრჩეველთა 98,9 %-მა, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩვენმა საზოგადოებამ შექმნა მაგალითი - დემოკრატიული გზით საბჭოთა ოკუპაციის დამარცხებისა.

ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის გამორჩეული თარიღი, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უპირველესი ვალია.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა და თაობებს თავისუფლებისა და ღირსების საუკეთესო მაგალითი მოგვცა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა