მაია ბითაძე ირლანდიელ კოლეგას შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, გარემოს დაცვისა და კლიმატის კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან ლედინთან.

მათივე ცნობით, მაია ბითაძემ, ირლანდიელ კოლეგა ბრაიან ლედინთან ერთად, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გარემოს დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი მიმოიხილა.

„მხარეებმა ასევე იმსჯელეს ირლანდიასა და საქართველოს შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების პოტენციალის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რეფორმების დღის წესრიგი, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლო მიმართულებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე სექტორული თანამშრომლობა.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურმა დელეგაციამ ირლანდიელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისა და 2023 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს.

ირლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

აღნიშნა, რომ ირლანდია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო