გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანაში ეკონომიკურად მომგებიანი აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს

2023 წლის 1 მარტიდან საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ ამოქმედდა. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, კანონი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანაში ეკონომიკურად მომგებიანი აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს.

„დღეისათვის, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის რეგულაციების დაცვა, მათ შორის, აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე საქმიანობის განხორციელება, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის. დღეის მდგომარეობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნებართვის მისაღებად 50-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ აკვაკულტურის მეურნეობა, გარემოს ეროვნული სააგენტო დახმარებას უწევს აკვაკულტურის სანებართვო განაცხადის შევსებაში. აკვაკულტურის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაბამის სამსახურში (ტელ. 2 43 95 26)”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, სამინისტროს ცნობით, 2024 წლიდან ძალაში შედის აკვაკულტურის მეურნეობებისთვის შეღავათიანი მოსაკრებლები, რაც ითვალისწინებს წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მინიმალურ განაკვეთებს.

„აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში წყლის ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე. 2024 წლიდან ძალაში შედის აკვაკულტურის მეურნეობებისთვის შეღავათიანი მოსაკრებლები, რაც ითვალისწინებს წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მინიმალურ განაკვეთებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში კომერციული მიზნით წყალსარგებლობა არის ფასიანი. საქართველოში, აკვაკულტურის მეურნეობებისთვის წყლით სარგებლობის დადგენილი მოსაკრებლები არ აღემატება ფერმების მოგების 1%-ს. მოსაკრებლის გადახდა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობის შედეგად, უკვე დასრულდა აკვაკულტურის განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ლაბორატორიული სერვისების გაუმჯობესებას, აკვაკულტურის განვითარების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის