თორნიკე რიჟვაძე - 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია

31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულმა საერთო-სახალხო რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ფეისბუქში“ წერს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, 31 მარტი ღირსშესანიშნავია კიდევ იმით, რომ დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა.

„ასევე, დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 84 წლის იუბილეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. ზვიად გამსახურდიას თაოსნობით გამართულმა რეფერენდუმმა, მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ურყევი ნება დამოუკიდებელი საქართველოს იდეის შესახებ“, - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა